დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ადგილობრივ არჩევნებამდე ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 22:30:02
ადგილობრივ არჩევნებამდე ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. უგულავას განცხადებით, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს და მომდევნო პოლიტიკურ კონტურებს გამოაჩენს, "როგორ წავა ცხოვრება".
"გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყანაში. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანამდებობას. რაც ბუნებრივია საზოგადოების გაკვირვებას, ნაწილში გულისწყრომას, ნაწილში სიხარულს იწვევს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ სპექტრში არსებითი დაბნეულობა და გადაჯგუფება მოსალოდნელი იქნება მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ამიტომ რაიმე კონკრეტულ კონფიგურაციაზე საუბარი არ მგონია, რომ ახლა სერიოზული იყოს. სერიოზული ერთადერთი შეიძლება იყოს ის, რომ მომდევნო 7-8 თვე, ადგილობრივ არჩევნებამდე, ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება, სულ მცირე, ეს იქნება ვითარება, სადაც შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, სადაც არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ იყოს და პატრონი არ ჰყავდეს ქვეყანას", - განაცხადა გიგი უგულავამ
მისივე თქმით, ამ ვითარებაში, მისი პირველადი ამოცანაა, რომ თბილისში ყველა მუნიციპალური სერვისი და ყველა დაწყებული საქმე შეუფერხებლად განხორციელდეს.
ამასთან, გიგი უგულავას განცხადებით, იგი პოლიტიკაში საქმიანობას აგრძელებს და მეტ კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია