დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 13:00:03
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო , რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმს უკავშირდებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გამოსვლა ეხებოდა კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსა და ამ საკითხებში საქართველოს როლს.
მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლაში, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტად და არა მხოლოდ ობიექტად. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პრევენციული ხასიათის საგარეო პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მივაღწიოთ მიზანს: ერთიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოს და მშვიდობიან კავკასიას.
საპრეზიდენტო კანდიდატმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე უცხოელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია