დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხვალ ღამით თოვლია მოსალოდნელი
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 18:00:02
ამაღამ და ხვალ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ხვალ ღამით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში სინოპტიკოსები ზოგან თოვლს პროგნოზირებენ. ამის შესახებ News.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილებიდან ნაირა მანველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 25 სექტემბერს დღისით საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა +17 +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. იქროლებს ძლიერი ქარი. რაც შეეხება თბილისს, ხვალ დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +22, ღამით კი +11 იქნება. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 26 სექტემბრიდან ვარაუდობენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია