დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აუდიტის სამსახური "დემოკრატიული მოძრაობის" დეკლარაციაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 18:00:02
სახელმწიფო აუდიტის სამსახური "დემოკრატიული მოძრაობის" დეკლარაციაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან შამუგიამ განაცხადა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ნინო ბურჯანაძის პარტიამ ოფისების რაოდენობასთან დაკავშირებით არასრული ინფორმაცია მიაწოდა.
"დეკლარაციაში არასრული ინფორმაციის არსებობის გამო ჩვენ მათ დამატებითი წერილით მივმართეთ, თუმცა სრული პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მივიღეთ. იყო შემთხვევები, როდესაც ნინო ბურჯანაძე ხსნიდა ოფისებს და ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო საშუალებებიდან ვიღებდით. ამის შემდეგ დაიწყო შემოვლა, რის შედეგადაც აღმოჩენილი და გადაღებით დადასტურებული იქნა 90-მდე ოფისი, მაშინ, როდესაც პარტიის მიერ დეკლარირებული იყო მხოლოდ 19 ოფისი. ამის გამო დავიწყეთ გამოკითხვების ჩატარება და მას შემდეგ, რაც საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, დეკლარირებული ოფისების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა", - განაცხადა რუსუდან შამუგიამ.
მისი განმარტებით, უსაფუძვლოა ბრალდება, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის საქმიანობას სწავლობს.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, კანონზე მაღლა არც ერთი კანდიდატი არ დგას.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური "რატომღაც მხოლოდ მისი პარტიის ფინანსური ანგარიშით ინტერესდება".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია