დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის წამებაში ბრალდებულ მეგის ქარდავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება 
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 17:00:19
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის- მეგის ქარდავას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქარდავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. ბარლდების დამტკიცების შემთხვევაში, მეგის ქარდავას 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე ბელა როგავას ჩვენების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ქარდავას ადამიანის წამებაში ადანაშაულებს. თავად ბელა როგავა ამჟამად პატიმრობაშია. იგი 2009 წელს დააკავეს და სასჯელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით იხდის.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1270
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია