დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ჯეოსელის" მფლობელი კომპანია საქართველოს დატოვებაზე ფიქრობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 16:53:02
"თელიასონერა" საქართველოდან გასვლისა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომპანია "ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განაცხადა.    გიორგაძე აღნიშნულს მარეგულირებელი კომპანიის გადაწყვეტილებით ხსნის. ლევან გიორგაძე განმარტავს, რომ ლიცენზიის გაგრძელების ასპექტში განხორციელებული ცვლილებების გამო კომპანიას დამატებით 14 მილიონის გადახდა მოუწია. "მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კომისია არსებობდა, ჯეოსელს კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად ჯეოსელს 34 მილიონის გადახდა უწევდა. ახალი ფორმულის მიხედვით, 48 მილიონი გადავიხადეთ. როგორც ახსნეს, ეს  დაზუსტდება. როგორი დაზუსტებაა, როდესაც 14 მილიონის განსხვავებას იძლევა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია?,“- ამბობს გიორგაძე. ლევან გიორგაძის განცხადებით, იმის გამო, რომ 48 მილიონს უკანონოდ იხდიან, „თელიასონერა“ ქვეყნიდან ინვესტიციების გატანაზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე "ჯეოსელის", "მაგთისა" და "ახალი ქსელების" წარმომადგენლებს მოუსმინეს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია