დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი აქცია გაიმართა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 16:09:04
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მათმა მშობლებმა  ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი აქცია რამდენიმე მოთხოვნით გამართეს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ეგრეთ წოდებული, საოჯახო დახმარების გაუქმების საკითხია. მშობლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: საოჯახო დახმარების აღდგენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პენსიის  პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსიასთან გათანაბრება და ზოგადად ამ პენსიის საარსებო მინიმუმთან შესაბამისობა. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ იმ შეღავათების,  რომლებსაც ბავშვები იღებენ,  სოციალურად დაუცველის სტატუსისგან გამიჯვნას. მათი მოთხოვნაა  ამ ბავშვებთან მიმართებაში ცალკე პოლიტიკა  არსებობდეს. აქციის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა აქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ყველა აღნიშნული საკითხი განიხილეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეცდებიან  ყველა ეს საკითხი და პრობლემა  შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია