დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ათენის სასამართლომ დავით ჩხიტუნიძე გაათავისუფლა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 16:07:02
ათენის სასამართლომ ინტერპოლის მიერ დაკავებული დავით ჩხიტუნიძე დღეს გაანთავისუფლა. როგორც "პირველ რადიოსთან" საუბრისას ჩხიტუნიძის ადვოკატმა განაცხადა, დაკავება იყო უკანონო და სასამრთლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „დაკავება საბერძნეთის ტერიტორიაზე იყო უკანონო და ეს დადასტურდა, რადგან დავით ჩხიტუნიძეს ჰქონდა საერთაშორისო პასპორტი, რომელიც არ იყო გაუქმებული და მისი ვადა გაგრძელებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა და გაათავისუფლა, რადგან მისი დაკავების ფაქტი იყო უკანონო", - განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ვახტანგ თალაკვაძემ. ჩხიტუნიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენას ცდილობდა. ერთი თვის წინ, თალაკვაძე აცხადებდა, რომ საბერძნეთში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე ემუქრებოდა და მის საქართველოში ექსტრადაციას მოითხოვდა. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს დავით ჩხიტუნიძეს სამართალდამცველები გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია