დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლოს“ უფროსი დააკავა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:59:02
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლოს“ უფროსი კახაბერ მუსერიძე დააკავეს, ხოლო ამავე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი კახა არჩვაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს“ უფროსის კახაბერ მუსერიძის დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ერთ-ერთი მეწარმისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, ამავე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსმა კახა არჩვაძემ კანონით გათვალისწინებული საბაჟო შემოწმებისა და კონტროლის გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო და ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე, საქართველოში შემოუშვა მეწარმის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დატვირთული იყო 10 103 ლარის ღირებულების, 377 ცალი სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ფრინველით. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია