დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"პოლიციის კანონმა" უმრავლესობა-უმცირესობა კვლავ დააპირისპირა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:43:02
„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობის პრეტენზიებს, უმრავლესობაში პასუხობენ. უმცირესობის დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, კანონპროექტი შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ "რეიდებს" აკანონებს. დეპუტატის განცხადებით, ასევე, კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეების დაკავება, შეჩერება, პირადი ნივთებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უმცირესობას ის კანონი მოსწონდა, რომელიც მოქალაქეების უკანონოდ დაკავებისა და დაუსაბუთებლად ნებისმიერი პირის ჩხრეკის საშუალებას იძლეოდა. "იმ კანონით შესაძლებელი იყო მათ შორის იარაღის ისე გამოყენება, რომლის გაკონტროლების მექანიზმებიც კი შეუძლებელი ხდებოდა. პოლიციელი მხოლოდ პრევენციაზე მუშაობს, ადამიანის უფლებების დაცვაზე, დანაშაულის აღკვეთაზე და ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, მთლიანად ორიენტირებულია გახსნაზე და ეს იქნება პოლიცია, რომელიც კი არ სკანდირებს პირველი პირის სახელს, არამედ პოლიცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს," -ამბობს ბესელია.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია