დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროკავშირი იტალიის მინისტრზე რასისტულ თავდასხმას გმობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:33:02
EUobserver-ის ცნობით, 23 სექტემბერს ევროკავშირის წევრი 17 ქვეყნის მინისტრები იტალიის ქალაქ რომში შეიკრიბნენ, რათა იტალიის ინტეგრაციის მინისტრ სესილი კეინგის მისამართით რასისტული თავდასხმა დაეგმოთ. მინისტრებმა ახალი პაქტის შედგენისკენ გააკეთეს მიწოდება, რომელიც ევროპის მასშტაბით  რასიზმის აღმოსაფხვრელად იქნება მოწოდებული, რომელიც მათი აზრით ბოლო პერიოდში გაიზარდა. ”რაც იტალიის მინისტრთან დაკავშირებით მოხდა მიუღებელია,”-განუცხადა რეპორტიორებს ბელგიის ვიცე-პრემიერმა ჟოელ მილკეტმა. მინისტრებმა ”რომის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი, რომელიც  ევროპის მასშტაბით 2014-2020 წლებში რასიზმის წინააღმეგ ბრძოლის გეგმის შედგენას გულისხმობს. ”შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია, ნებისმიერი ფორმით, დასაძრახია. ჩვენი ამის უგულებელყოფას ვერ შევძლებთ,”-საუბარია დეკლარაციაში. რეპორტიორებთან საუბრისას, სესილი კეინგიმ კოლეგებს მხარდაჭერისათვის დიდ მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ იტალიელემა სენატორმა რობერტო კალდეროილმა შავკანიანი მინისტრი ორანგუტანს შეადარა. ”ჩრდილოეთ იტალიის ლიგის” წევრმა მარიო ბირჯეზიომ კი მის გამო იტალიას მთავრობას ”ბონგო ბონგოს”(უმთავრესად აფრიკის ქვეყნების დამამცირებელი შეფასება) შეფასება მისცა. ”ფეისბუქზე” კი მას სეპარატისტული ჯგუფები სიკვდილითაც დაემუქრნენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია