დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოგი თოფაძე - ლევან პირველს სხვა დავალებებსაც ვაძლევ
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 18:00:13
ძალიან გვიხარია, რომ ლევან პირველი შემოგვიერთდა და გამართლდა ყველა ინსტაციაში, რომ არ არის დამნაშავე იმ ტრაგიკულ შემთხვევაში, რომელსაც აბრალებენ , - ამის შესახებ პარტია "მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ლევან პირველი "მრეწველების" დაარსებიდან პარტიის აქტიური წევრი იყო.
"იმის გამო, რომ სააკაშვილის ახლობლები ცოტა გალანძღა, იჩხუბა და იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო, იყო ევროკავშირის მიერ დევნილად აღიარებული. ლევანს ყველა საბუთი აქვს, რომ არავითარი მონაწილეობა დანაშაულში არ აქვს იმ ტრაგიკულ შემთხვევაში. ჩვენ არაერთხელ შევამოწმეთ, ვიკითხეთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებამდე, ლევან პირველთან და ზურაბ ტყემალაძესთან ერთად იტალიაში ბიზნესმენებთან შეხვედრა ჰქონდა, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ.
"ლევან პირველი პარტიის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება, სხვა დავალებებსაც ვაძლევ. მას ძალიან კარგი კავშირი აქვს ევროპელ დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან. ბევრი სხვა დავალება ექნება. ძალიან გვიხარია, რომ შემოგვიერთდა და გამართლდა ყველა ინსტაციაში, რომ არ არის დამნაშავე იმ ტრაგიკულ შემთხვევაში, რომელსაც აბრალებენ", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
ამასთან, "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით,
ლევან პირველმა პარტიის გაახალგაზრდავებაზე უნდა იმუშაოს. მისივე თქმით, არც ერთ საგამოძიებო ორგანოს პირველის მიმართ პრეტენზია არსდროს ჰქონია და დღესაც არ აქვს.
რაც შეეხება, ლევან პირველის მიერ 2012 წლის დეკემბერში "ამბები.გე"-სთვის მიცემულ კომენტარს, სადაც ბიზნესმენი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა, ზურაბ ტყემელაძემ აღნიშნა, რომ დღეს ლევან პირველმა საჯარო რეესტრში შეფერხების გარეშე პასპორტის აღებისთვის თეა წულუკიანს და მის უწყებას მადლობა გადაუხადა.
ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენი ლევან პირველი პარტია "მრეწველებში" ახალგაზრდული ფრთის შექმნას გეგმავს.
როგორც ლევან პირველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი პოლიტიკურ საქმიანობას კვლავაც პარტია "მრეწველებში" განაგრძობს და გრძელვადიან პოლიტიკურ პერიოდზე გათვლილ ახალგაზრდულ ფრთას შექმნის.
"მრეწველთა" პარტიის წევრები იყვნენ ავსტრიაში ჩამოსულები, იქ გვქონდა თათბირი და გადაწყდა ჩემი დაბრუნება. სახლში დაბრუნება კიდევ დაკავშირებულია პოლიტიკასთანაც, რომელშიც მე, პრაქტიკულად, ყოველთვის ვიყავი და არსად წავსულვარ. ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მეტად ფეთქავდა ქართული პოლიტიკური ცხოვრება. მოვა დრო და ბევრი რამ გამოაშკარავდება რა ხდებოდა ქვეყნის გარეთ. "მრეწველებში" ვიყავი, ვრჩები და ვაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, უნდა შევქმნა ძლიერი ახალგაზდრული ფრთა გათვლილი მომავალ პოლიტიკაზე", - განაცხადა ლევან პირველმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია