დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიტოვებულ სახლში ბავშვებმა 43 ათასი ევრო იპოვეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:24:02
საბერძნეთში, ქალაქ იანინაში ბავშვებმა მიტოვებულ სახლში, ტომარაში, 43 ათასი ევრო იპოვეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები პოლიციას მაშინ  დაუკავშირდენენ, როცა დაინახეს თუ როგორ თამაშობდნენ  ბავშვები კუპიურებით. ადგილზე მისულ პოლიციელებს ბავშვებმა  "დამალული საგანძურის" ადგილი აჩვენეს. გამოძიებამ პოლიციელები 83 წლის ქალბატონთან მიიყვანა, რომელიც მიტოვებული სახლის გვერდით ცხოვრობს. როგორც მოხუცებულმა განმარტა, მან სამი წლის წინ ბანკის ანგარიშიდან, ეკონომიკური კრიზისის შიშით, მოხსნა ყველა თანხა და გადამალა. ქალბატონმა ვერ გაიხსენა ზუსტად რა თანხა ჰქონდა გადამალული. მისივე სიტყვებით მან ანგარიშიდან  50 ათასიდან, 70 ათას ევრომდე მოხსნა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია