დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცეზარ ჩოჩელს შესაძლოა მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდოს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:08:03
პროკურატურამ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება, ხოლო ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძისთვის 50.000 ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა შესვენება გამოაცხადა და განაჩენის გამოსატანად გავიდა.სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, ადვოკატი გოგიტა გაბაიძე აცხადებდა, რომ ჩოჩელის ყველა ქონება დაყადაღებულია, მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს გირაო და არც არსებობს იმის ეჭვის საფუძველი, რომ ცეზარ ჩოჩელი გამოძიებას დაემალება.  სასამართლოზე ჩაინიშნა წინასასმართლო პროცესის თარიღი - 11 ნოემბერს 12:00 საათზე. შეგახსენებთ, რომ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ცეზარ ჩოჩელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მისცა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია