დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა მიშველაძე მისი გადაცემის კვირადღეს გადატანას არ ეთანხმება
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:01:02
„საზოგადოებრივი მაუყებლის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სატელევიზიო ბადის სხვა ტელევიზიების თანდასწრებით განხილვას დიდ შეცდომად მიიჩნევს. მან კომენტარი მის პოლიტიკურ თოქ-შოუსთან „საჯარო პოლიტიკისათან“ დაკავშირებითაც გააკეთა. მაუწყებლის მენეჯმენტი აპირებს ეს თოქ-შოუ ხუთშაბათის ნაცვლად კვირას გადაიტანოს. „ჩემი თოქ-შოუ არის „ბი-ბი-სი“-ს პროექტი, რომელიც მისი ზედამხედველობის ქვეშ გაკეთდა. ეს არის შემაჯამებელი თოქ-შოუ და უნდა გავიდეს სამუშაო კვირის ბოლოს. ერთდაერთი რაზეც შეიძლება დავთანხმდე არის ის, რომ გადაცემა ხუთშაბათის ნაცვლად პარასკევს გავიდეს. კვირას, როცა ყველა სხვა არხზე კონკურენტული გასართობი შოუები გადის, არხის მთავარი თოქ-შოუ არ უნდა გავიდეს“, - განაცხადა მიშველაძემ. ის იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, სხვა შემთხვევაში, იგი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას არ დაეთახნხმება. „მოვისმინე 5-დღიანი პოლიტიკური შოუს „ჰარდ-თოქის“ ტიპის გადაცემის შესახებ, თუ ამაზე იქნება შემოთავაზება, კვირაში ერთხელ წაყვანაზე შეიძლება დავთანხმდე“, - განაცხადა მიშველაძემ. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია