დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საზოგადოებრივი მაუწყებელი ნანა ლეჟავასთან თანამშრომლობას განიხილავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:59:06
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის მენეჯმენტი სამეთვალყურეო საბჭოს საეთერო ბადეში განსათავსებელ გადაცემებს წარუდგენს. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჟურნალისტური გამოძიებაა. ამ ტიპის გადაცემის წამყვანად მენეჯმენტმა ბორდს ნანა ლეჟავა შესთავაზა. როგორც გოგა ჩართოლანმა განაცხადა, ლეჟავა მზადაა ითანამშრომლოს მაუწყებელთან. მენეჯმენტმა სამეთვალყურეო საბჭოს ჟურნალისტური გამოძიების მიმართულების წლის ბოლომდე მოსამზადებლად 70 ათას 500 ლარის გამოყოფა სთხოვა. საბჭოს წევრი გიორგი მელაძე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის გადაცემების წამყვანი უნდა იყოს ეთიკური ჟურნალისტი და ნანა ლეჟავა ეთიკური ჟურნალისტი არ არის. ჩართოლანმა ამაზე უპასუხა, რომ წამყვანების შერჩევა მენეჯმენტის პრეროგატივაა და არა საბჭოს და წამყვანებზე გადაწყვეტილებას თამაზ ტყემალაძე იღებს. სასბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ნინო დანელიამ ჰკითხა თამაზ გამყრელიძეს ახდენს თუ არა გავლენას პოლიტიკური პარტიის აქტივისტობა ჟურნალისტურ მიუკერძოებლობაზე. გამყრელიძე აცხადებს, რომ ლეჟავა არ არის პოლტიკური აქტივისტი. „ველაპარაკე ქალბატონს, დაბეჯითებით ვუთხარი ჩვენი მუშაობის ახალი პრინციპი, მუშაობა ყოველგვარი სიმპატია-ანტიპატიების გარეშე“,- განაცხადა თამაზ ტყემალაძემ. გოგა ჩართოლანი კი ამბობს, რომ მთავარი პროფესიონალიზმია: „ლეჟავა პროფესიონალია, ეს ყველაზე მთავარია, ეთიკას თავი დავანებოთ“, - განაცხადა ჩართოლანმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია