დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბრაიზა: საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიციები დააზიანა
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:23:02
სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის ბიუროს მიერ სპეციალურად "იმედისთვის" ჩაწერილ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული არაა, ხელისუფლებამ საქმეები უნდა გამოიძიოს. "უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს შიდაპოლიტიკაზე ისეთ ყურადღებას ვეღარ ვამახვილებ, მაგრამ, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ის ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიციები დააზიანა მმართველობის დასაწყისში, როცა შექმნა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება. საქართველოში მეგობრებთან საუბრისას, ხშირად მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დანაშაული ნამდვილად იყო ჩადენილი. ძალიან კარგი - მაშინ ჩაატარეთ გამოძიება. ვაშინგტონში ვიცით რა ხდება, თუმცა ხალხს ჰგონია, რომ საქართველოში დემოკრატია არ ვითარდება სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების გამო. მე არ მგონია, რომ ისინი პოლიტიკური დაპატიმრებებია", - განაცხადა ბრაიზამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია