დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სირიის მთავრობა: გამარჯვება არცერთ მხარეს არ შეუძლია
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:21:02
სირიის ვიცე-პრემიერმა ქადრი ჯამილმა „გარდიანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში არცერთ მებრძოლ მხარეს არ გააჩნია გამარჯვებისათვის საკმარისი ძალა. მისი თქმით, „ჟენევა 2“-ის კონფერენციაზე ასადის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტისაკენ გააკეთებს მოწოდებას. ჯამილის თქმით, რომელიც ქვეყნის ფინანსურ უწყებას განაგებს, ქვეყნის ეკონიმიკა კონფლიქტმა ძალიან აზარალა. როგორც ჯამილი აღნიშნავს, თუ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას შეიარაღებული ოპოზიცია დათანხმდება, ეს „საერთაშორისო დაკვირვების“ ქვეშ უნდა მოხდეს. აღნიშნულში გაეროს სამშვიდობებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც ცნობილია, სირიის ოპოზიცია „ჟენევა 2“-ზე დასწრებას არ გეგმავს, თუ ასადი არ გადადგა. წინა კონფერენცია ივნისში გაიმართა და მასში სირიის წარმომადგენლები მონაწილეობას არ იღებდნენ. „ჟენევის“ კონფერენციის მოწყობით ამერიკა და რუსეთი არიან დაკავებულნი, თუმცა ამ დრომდე შეუთანხმებელი რჩება, თუ ვინ უნდა დაესწროს ამ კონფერენციას. შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, რასაც გაეროს მონაცემებით, 100 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია