დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპორტული ჟურნალისტები: თემურ ქეცბაია ნაკრებიდან უნდა წავიდეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:11:02
სპორტული პორტალი sportall საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ნაკრებში დარჩენის შესახებ ქართველი ჟურნალისტების აზრით დაინტერესდა. კითხვაზე, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ისევ თემურ ქეცბაიამ უნდა უხელმძღვანელოს თუ არა, გამოკითხული 16 ჟურნალისტიდან თოთხმეტის პასუხი იყო - არა. ერთმა პასუხისგან თავი შეიკავა და ქეცბაიას ნაკრებში დარჩენის მომხრე მხოლოდ "რუთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ერაძე აღმოჩნდა. "რადგან რეალობიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ქეცბაიას ნაკრებს ჰქონდა დადებითიც, თუმცა უფრო მეტი იყო უარყოფითი - ჯგუფში დაკავებულ ადგილს და თამაშის ხარისხს ვგულისხმობ. ქეცბაია არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, ქართული საქმე აკეთოს. მას შეეძლო, უარი ეთქვა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ქართველობის გამო დათანხმდა ამ შეთავაზებას. მისი მწვრთნელობის პერიოდს დაემთხვა კარგი ფეხბურთელების დეფიციტი. იმედია, ქეცბაია პირად წყენას დაივიწყებს და მოახერხებს ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების შემორიგებასა და მობილიზებას", - ამბობს ერაძე. ქეცბაიას წასვლის მომხრეებს შორის "რუსთავი 2"-ის სპორტული კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი, GMG-ს სპორტული კომენტატორი ლევან სალუქვაძე არიან. მათი მოსაზრების ძირითადი არგუმენტი გუნდის შედეგსა და თამაშის ხარისხთან ერთად, ნაკრებში არსებული კომუნიკაციის პრობლემაა. "საქართველოს ნაკრებისა და ქეცბაიას „რომანი“ წარუმატებლად მთავრდება. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელოვანმა ფეხბურთელმა ნაკრებს გასაღები ვერ მოარგო", - ამბობს გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი. "საქართველოს ნაკრებში მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მისივე კარიერისთვის იქნება უკეთესი, თუ თვითონ დატოვებს ამ პოსტს", - მიიჩნევს საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე. "თავმოყვარე კაცი უფრო ადრე გადადგებოდა და გულშემატკივრებს ნერვებს არ მოუშლიდა. ვისურვებდი, რომ ქეცბაიამ, რა ავტორიტეტიც შეიქმნა ფეხბურთელობით, მწვრთნელობით წყალში არ გადაყაროს", - აღნიშნავს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ჟურნალისტი გია პლატონიშვილი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია