დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კარასინი: ეს საზღვარი სახელმწიფო საზღვარი რომ გახდა სააკაშვილის ბრალია
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:06:02
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინი სოფელ დიცში, საოკუპაციო საზღართან სადემარკაციო სამუშაოებს შემაშფოთებლად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საზღვართან გამიზნულად ძაბავენ ვითარებას. "ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში მიიღო. ვერც აფხაზეთი და ვერც სამხრეთ ოსეთი საზღვრების გარეშე ვერ იცხოვრებენ. ამბობენ, რომ ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. არანაირი გატაცება არ ხდება. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას ახდევინებენ. საზღარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა. ეს საზღვარი სახელმწიფო რომ გახდა, იმ აგრესიის ბრალია, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა. საზღვარზე ზოლს მცირე მონაკვეთზე ავლებენ, რომ ხალხმა დაინახოს, სად გადის საზღვარი", - განაცხადა კარასინმა. კარასინსა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა, გუშინ, გაიმართა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებული ვითარების დეტალური განხილვა ნოემბრის დასაწყისში ჟენევის კონსულტაციების მორიგ შეხვედრაზე უნდა მოხდეს. სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დიცთან, უკვე ორი დღეა აღარ მიმდინარეობს. როგორც დიცში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა News.ge-ს განუცხადა, რუსი მესაზღვრეები მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც უკვე ჩარჭობილი ბოძები, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის ბრძანებით, ამოიღეს. სადემარკაციო სამუშაოები რუსმა მესაზღვრეებმა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, 17 სექტემბერს გააგრძელეს. სამუშაოები მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია