დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისი მსოფლიოს დასუფთავების დღეს შეუერთდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:05:07
ქუთაისის საკრებულოს წევრებმა კამპანია  „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. დეპუტატებმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ქუთაისში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“  ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას დააასუფთავებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), საფუძველი  1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით ჩაეყარა. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  ცალკეულ მოქალაქეებს. კამპანია  ყოველი წლის სექტემბერს  ტარდება და მასში 120 ქვეყანა მონაწილეობს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია