დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:03:07
საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში"  ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. თბილისის მერიის ცნობით, ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმის ერთერთი მხარდამჭერი თბილისის მერიაა. ორდღიან ფორუმზე საინვესტიციო გარემოსა და კაპიტალის მოზიდვის საკითხები, ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ოირიობები განიხილება. ფორუმის ფარგლებში, გაიმართება გამოფენა, რომლის მიზანია, ბიზნესის განვითარების იდეების, ფინანსური რესურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ, როგორც კერძო, კომერციული და საკონსულტაციო კომპანიები, ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური. ფორუმს თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი დაესწრო.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია