დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძემ ბორჯომელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:00:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატი ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საუბარი მოსახლეობის პრობლემებს, ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, დასაქმების პერსპექტივებს, ადგილზე ეკონომიკის განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის საკითხების გაუმჯობესებას შეეხო.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მოქალაქეებს სამ ეტაპიან გეგმას სთავაზობენ, რაც საგადასახადო შეღავათებს, საკრედიტო და სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას გულისხმობს.
"იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ენერგო-რესურსები ბიზნესის განვითარების სამსახურში იქნება ჩაყენებული, ეკონომიკა მუშაობის დაწყებას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველთვის პრობლემად დარჩება", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან–დემოკრატები" პარალელურად საკონსტიტუციო ცვლილებისთვის და საკანონმდებლო ინიციატივისთვის ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია