დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აფხაზეთის მთავრობამ ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ავტორი:
2013/სექტემბერი/22 19:00:03
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ა/რ მთავრობიდან აცნობეს.
სოხუმში, 20 წლის წინ მომხდარ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრანგი ჟურნალისტი. სიკვდილს 19 მგზავრი გადაურჩა.
ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია