დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ისევ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 21:30:02
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ისევ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობაზე 164 დელეგატიდან 150-მა მხარი მას დაუჭირა. "ეს არის განუზომლად დიდი მხარდაჭერა. ყრილობა ლოგიკური შედეგით დასრულდა და ნდობა, რომელიც გაცემული იყო მათი მხრიდან, დიდ პასუხიმგებლობას გვაკისრებს მეც და გამგეობასაც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პეტრიაშვილმა.
ქობულეთში, სასტუმრო "ჯოჯრიან პალასში" პროფკავშირების რიგით 12-ე ყრილობა დღეს გაიმართა. ყრილობაზე აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეებიც - ეთერ მათურელი და გოჩა ალექსანდრია, ასევე, გამგეობის 26 წევრი. პროფკავშირების ინფორმაციით, ღონისძიებას 32 ქვეყნის პროფკავშირების 45 წარმომადგენელი დაესწრო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია