დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შვიდმა არასაპარლამენტო პარტიამ ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიიღო
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 13:00:02
შვიდმა არასაპარლამენტო პარტიამ ერთჯერადი სახით, ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ცესკოდან გახდა ცნობილი, პარტიებს აღნიშნული თანხა 18 სექტემბერს გადაერიცხათ. თანხების მიღებას არასაპარლამენტო პარტიებიც ადასტურებენ.
საუბარია იმ ფინანსურ რესურსზე, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის განისაზღვრა და შესაბამისი ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონშიც შევიდა. კერძოდ, ივლისის ბოლოს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის თანახმად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე შვიდ საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად, საბაზო დაფინანსების ოდენობის ნახევარი, ანუ 150-150 ათასი ლარი უნდა მისცემოდათ. ეს სუბიექტები არიან: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამში მათთვის 1 მილიონ 50 ათასი გამოიყო.
ამასთან, ამავე ცვლილებების ფარგლებში დაფინანსება დაიმატეს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა. კერძოდ, კანონში შეტანილი ცვლილებებით, მათ საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილში ახალი კომპონენტი ჩაიდო და წელიწადში დამატებით 300-300 ათასს ლარს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო მიიღებენ, თუმცა, ეს ერთჯერადი თანხა არ არის და 12 თვეზე ნაწილდება. გარდა ამისა, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, გაორმაგდა საბაზისო დაფინანსება - ის 150 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზრდა. ეს ზრდა 14 ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტის ბიუჯეტზე აისახება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია