დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტი დღეს პრემიერის უფლებამოსილების შემცირების საკითხზე იმსჯელებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 10:00:02
პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების შემცირების საკითხზე იმსჯელებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ინიციატივა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება, შემდეგ კი, საკითხი კენჭისყრაზე გასატანად მომზადდება. „დღეს უნდა განვიხილოთ ეს საკითხი რათა შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრისთვის მზად ვიყოთ. ის კონკრეტული ცვლილება, რომელიც პარლამენტზე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების საკითხს ეხება, დღეს განიხილება. დღეს ისევ ვიმსჯელებთ იქნება თუ არა შესაძლებელი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება შეეზღუდება და ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მთავრობის დათხოვნის და დანიშვნის შესაძლებლობა აღარ ექნება.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია