დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ელენე ხოშტარია: რუსეთთან მარტო დარჩენით ჩვენს ინტერესებს ვერ დავიცავთ
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:41:02
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) საქართველოს მთავრობისთვის 50 პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით  შესაძლო რეაგირების საშუალებებზეა საუბარი.(ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის და რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები). როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, Prime Time-ის პრესკლუბში გამართულ პორესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია მთავრობას დაეხმარება, რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას წინააღმდეგობა გაუწიოს. ხოშტარიას განცხადებით,პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება და დაუშვებელია აღნიშნული პრობლემების ერთმანეთისთვის გადაბრალება. "ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთის პოლიტიკა მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები ამ გამოწვევების დაძლევაში“ , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლს პრობლემის მოგვარებაში. "ერთადერთი გზა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისა, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო რეაქციის მობილზიება და რუსეთზე ზეწოლის უზრუნველყოფა. სხვა გზით რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთთან მარტო დარჩენით, ჩვენს ინტერესებს ვერ დავიცავთ“ , - აღნიშნა ხოშტარიამ. ხოშტარია აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის ტესტირება საქართველოს მთავრობისთვის, "მავთულხლართების საკითხი დაკავშირებულია ახალი მთავრობის ტესტირებასთან. ურთიერთობების დარეგულირების მიუხედავად რამდენად პრინციპული რჩება მთავრობა. რუსეთი ამოწმებს საქართველოს მთავრობას, რამდენად მოახერხებს წინააღმდეგობის გაწევას და რამდენად შეძლებს ეროვნულ ინტერესებზე თვალის დახუჭვას ურთიერთობის მოსაგვარებლად", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია