დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქალთა საპატიმროში მსჯავრდებული ორი დღეა შიმშილობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:39:01
ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე ორი დღეა შიმშილობს. ტალიკაძე მის წინააღმდეგ წარმოებული სისიხლის სამართლის საქმის გადასინჯვას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, პარლმანეტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენეტის ვიცესპიკერთან მანანა კობახიძესთან და იურდიული კომიტეტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილთან შეხვედრას ითხოვს. თამარ ტალიკაძე 2007 წლის აგვისტოდან საჯელს იხდის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების როგორც ქვეყნის შიგნით , ისე ტრანზიტულ გადატანას.სასჯელის შეკრებითობის პრინციპით 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით მას განესაზღვრა პატიმრობის ვადა 30 წელი. 2012 წლის 28 დეკემბერს „ ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს პატიმრობის ვადა - 30 წელი 1/3-ით შეუმცირდა. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონი მის მიმართ არ გამოიყენეს სრულად და ითხოვს საქმის ხელახლა გადახედვას. თამარ ტალიკაძის თქმით, მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. მისივე თქმით, ის შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.  ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია