დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი - რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად მარგველაშვილი დავასახელე, ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კულუალურად გადაწყვეტილებები მას არ ჩვევია. როგორც ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, ის თავის სათქმელს ყოველთვის ღიად და გახსნილად ამბობს.
"თქვენ იცით, რომ მე ჩემს სათქმელს ყოველთვის ღიად და გახსნილად ვამბობ. ყოველთვის გულწრფელი ვარ და კულუარული გადაწყვეტილებები არ მჩვევია.სიცრუე არასოდეს დამჭირვებია, ეს ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიკადრებია.
და რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დავასახელე, ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია