დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახმეტელის თეატრის დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელად თამაზ გოლაძის წარდგენას აპროტესტებენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:20:02
ახმეტელის თეატრის დასის წევრები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თამაზ გოლაძის  წარდგენას აპროტესტებენ. როგორც მსახიობებმა „პრაიმ ტაიმში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სარეკომენდაციო საბჭომ არ გაითვალისწინა დასის უმრავლესობის სურვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორ ანდრო ენუქიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. დასის წევრების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონის თანახმად, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სარეკომენდაციო საბჭო წარადგენს, რომლის დამტკიცებაც კულტურის მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა „ამ შემთხვევაში ეს არ ეხება ახმეტელის თეატრს“, რადგან ის თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და ხელმძღვანელს მერიის მიერ შერჩეული საბჭო ამტკიცებს. დასის წევრები აცხადებენ, რომ ენუქიძის კანდიდატურას 15-დან 13 წევრი უჭერდა მხარს, თუმცა საბჭომ დასის აზრი არ გაითვალისწინა. „ახმეტელის თეატრის დასის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ჩვენი კანდიდატი იყო არაერთი საერთაშორისო ფესტივალის პრიზის მფლობელი, გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი ანდრო ენუქიძე, რომელსაც 58 სპექტაკლი აქვს დადგმული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი იყო თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ყოფილი მსახიობი თამაზ გოლაძე. დასის სურვილი და მოთხოვანაა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნული პროფესიით რეჟისორი, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მათი გადაწყვეტილებით, თეატრის ხელმძღვანელად რეკომენდაცია გაეწია თამაზ გოლაძეს“, - აღნიშნულია დასის ოფიციალურ განცხადებაში. დასის წევრები მოუწოდებენ თბილისის მერს, გიგი უგულავას, გადახედოს ამ საკითხს, სანამ ბრძანებაზე ხელის მოწერას გადაწყვეტს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია