დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მერაბიშვილი: 4 500 მოწმის დაკითხვას 7-8 წელი სჭირდება
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:04:02
ქუთაისში, ვანო მერაბიშვილისა  და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მერაბიშვილის თქმით, პროკურატურას არ ანაღვლებს რა ხდება სასამართლოში და ისინი მხოლოდ უფროსობის დავალებას ასრულებენ. „უპრეცენდენტო შემთხვევაა  4 500 მოწმის წამორდგენა სასამართლოში. არც ერთ პროცესზე 200 მოწმეზე მეტი არ დაკითხულა. 7-8 წელი სჭირდება ამდენი მოწმის დაკითხვას. მათ არჩევნების წინ სპეციალური აქცია ჩაატარეს. საქართველოში არ დარჩა არც ერთი სოფელი და უბანი, მოწმე რომ არ დაეკითხათ. 4 500 ადამიანის დაკითხვა  საჩვენებელი  იყო, რომ ვინც „ნაციონალებს“  გაეკარება, მას დასჯა  ემუქრება. მათ გადაწყვიტეს დააშინონ ქართველი ამომრჩეველი, რადგაბ ეშინიათ დემოკრატიული არჩევნების. პროკურორმა თქვა, რომ მობილურებით გადაღების საშუალება არ მიეცეთ და მხოლოდ პირველმა არხმა გადაიღოს.  პროკურატურას სცხვენია იმის, რაც ხდება სასამართლოში. მათ მოწმეების რაოდენობა გონივრულ ფარგლებამდე უნდა ჩამიყვანონ,“ - გაანცხადა მერაბიშვილმა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბრალდების მხარე მოწმეების ჩამონათვალს წარმოადგენს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია