დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - საუბედუროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 14:00:03
როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის ოკუპაციას, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, - - ასე უპასუხა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება , რათა სოფელ დიცში მავთუხლართების გაბმის პროცესი შეჩერდეს.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, საუბედუროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ეს არა ერთდღიანი აქცია, არამედ - პროცესია.
"ეს არ არის ერთი სამინისტროს საქმე, ამაში მთელი მთავრობა და ხელუსფლებაა ჩართული. ვხედავთ, როგორ მუშაობს შსს და აკეთებს განცხადებებს, ამ ყველაფერში ჩართულია დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე უტიფარ, ცინიკურ მხარესთან, იმ ბრუტალურ მხარესთან, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ის გაცხადება, რაც გუშინ ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა - ის ლაპარაკობს 400 მეტრის დაკარგავაზე, მაშინ როდესაც კილომეტრები ჩაააბრა და სხვათა შორის ეს 400 მეტრი იმ კოლიმეტრების ნაწილია, რაც თავისი ავანტურისტული პოლიტიკით მისცა რუსეთს. სამწუხაროდ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, ეს არ არის ერთდღიანი აქცია, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთს მივეცით საშუალება, მოვეტყუებინეთ, განეხორციელებინა აგრესია და საომარი მოქმედებები, ამის ფონზე სააკაშვილის განცხადებები უსინდისობაა, თითქოს მის გონებაში აღარ არსებობს რუსეთისთვის ჩაბარებული კილომეტრები და თურმე 400 მეტრის დარდი ჰქონია", - განაცახადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, მედიას შეუძლია, მას ყოველი ბოძის ჩარჭობაზე შეკითხვები დაუსვას, მაგრამ მისი პასუხი იქნება ყოველთვის ერთი - ოკუპაცია გრძელდება.
"საოკაუპაციო ჯარები არის ბრუტალური ძალა, ისინი განაგრძობენ ოკუპაციას. ჩვენ შეგვიძლია, ყოველდღე ვილაპარაკოთ ყოველი ბოძის ჩარჭობაზე და ჩვენგან მოითხოვოთ პასუხი იმისა, თუ რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ - საქმის კეთება არის ის, რაც უკვე თქვა შსს-მ, რაც თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩემმა უყწყებამ. თუ თქვენ განცხადებებს ითვლით, "დაკარგული სამოთხიდან" ლაზარეს ულვაშების არ იყოს, ეს სხვა საკითხია. საქმე კი ის არის, რომ სამი ჭაბურღილი ამუშავდა და ამ სოფლებს სასმელი წყალი ახალი ჭაბურღილებით მიეწოდება, არ გაჩერებულა სარწყავი წყალი. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის, ჯადაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავისი გეგმები აქვთ, საჭიროა, მომზადდეს კიდევ ახალი პროექტები, პროგრამები, და ამისთვის ფინანასები გამოიყოს. ეს ერთ დღეში არ კეთდება" - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქარათველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია, მავთულხლართებს მოსახლეობის ადგილზე დატოვებით ვუპასუხოთ.
"სამწუხაროდ მავთუხლართები გაიბმევა, რადგან ტერიტორიები უკვე წაგართვეს. ხალხნო, ოკუპაცია უკვე მოხდა, სააკაშვილმა დაუშვა ოკუპაცია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ გზაზე ავარიაში მოყვე, ხელი დაკარგო და რაც არ უნდა იტირო, ვერაფერს უშველი. აქედან გამომდინარე ოკუპაცია გაგრძელედება იქამდე, ვიდრე დეოკუპაცია არ მოხდება. ამ სიტუაციუაში ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსახლეობას და ვეხმარებით კიდეც. როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთს ოკუპაციაში, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით და ეს გრძელდება. ჩვენ ან სააკაშვილივით უნდა შევახოცოთ მათ ჩვენი ჯარისკაცვები, რაც მან გააკეთა და ვერაფერი მივიღეთ, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ და გარდა იმისა, რომ ამდენი სოფელი გავქვს დაკარგული ან ასე არ მოვიცქეთ. თუ თქვენ ჩემგან მოითხოვთ, რომ მე უნდა ვთვქა, რომ ჯარისკაცები შევახოცოთ, ამას არ ვიტყვი. ჩვენ გვინდა მოსახლეობა არ წამოვიდეს იქედან და დარცეს ადგილზე. ჩვენი ამოცაანაა რომ მავთულხლართებს ვუპასუხოთ მოსახლეობის ადგილზე დატოვების ფორმით", - მიმართა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია