დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზესტაფონში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 13:07:02
27 წლის ხატია ძნელაძე, რომელსაც გუშინ, ზესტაფონში, საკუთარ სახლთან "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და იგი სამართალდამცველებმა დაკითხეს. მანქანას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დაცვის წევრი მართავდა. ამის შესახებ, მინისტრმა განაცხადა. "მინდა, გამოვეხმაურო დღეს მომხდარ სამწუხარო ფაქტს. პირველ რიგში, აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი ექსკორტი შეეჯახა მოქალაქეს და სვლა განაგრძო, სამწუხარო ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. არც პირადად მე, არც სხვა რომელიმე ჩემი თანმხლები პირი დღეს სამინისტროს შენობიდან, თბილისიდან არ გასულა. ბაქოში ვიზიტის დაწყებისას გავიგე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, როგორც შემატყობინეს, ჩემი დაცვის წევრი ოჯახის კუთვნილი მანქანით თავის ახლობლებთან ერთად მოძრაობდა ზესტაფონის მიმართულებით და მოახდინა შეჯახება ახალგაზრდა ქალზე", - აცხადებს მინისტრი და მედიას თხოვნით მიმართავს, არ მისცეს ფაქტისთვის პოლიტიკური დატვირთვა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია