დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მერაბიშვილის პროცესზე პროკურორმა ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა მოითხოვა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 13:05:01
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე  პროკურორმა რეზო თოფურიამ დარბაზში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა მოითხოვა. თოფურიას თქმით, პროცესი მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გადაეღო, ხოლო დარბაზში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც საიდუმლოდ ახდენდნენ გადაღებას, პროცესი უნდა შეეწყვიტათ. თოფურიას შუამდგომლობას მერაბიშვილის დაცვის მხარე გამოეხმაურა. ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, მოსამართლე პროცესზე ფოტო-ვიდეო გადაღებას მისი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვერ შეზღუდავდა.    ბრალდებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  კი განაცხადა, რომ ის პროცესზე თავადაც ახდენდა გადაღებას და ამის კონსტიტუციური უფლება ჰქონდა. „ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს რა ხდება სასამართლო დარბაზში. მეც ვსარგებლობ მობილური ტელეფონით და ვახორციელებ გადაღებას. მე ეს მჭირდება იმისთვის, რომ სტრასბურგში ჩვენ ჩვენი უფლებები დავიცვათ. პროკურატურა იმ 6 000 ოჯახს უპირისპირდება, სადაც დასაქმების აგენტები იყვნენ შესული და სამუშაოს მაძიებლები გამოკითხეს,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა განმარტა, რომ ფოტო-ვიდეო გადაღებაზე შეზღუდვა არ იქნებოდა, თუ გადაღების მსურველები სასამართლოს წინასწარ განცხადებით მიმართავდნენ. მანამდე კი მოსამართლემ გადაღებაზე არაუფლებამოსილ პირებს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია