დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფონდი "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი" შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 11:30:02
ფონდი "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი" სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას - "ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები: სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება" მართავს.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ვიზის ფასილიტაცის ხელშეკრულებისა და ევროპის სავიზო კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგი, შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამოქალაქო თანამონაწილეობის უზრუნველყოფა და ადვოკატირება.
პროექტის პირველ შუალედურ კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოების პროფილები, გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები და პროგრესთან ერთად აღწერილია იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი კონკრეტული პრობლემები (რიგები საკონსულოებთან, დაუსაბუთებელი უარი ვიზაზე და გასაჩივრების შესაძლებლობა, სავიზო განაცხადის განხილვის ვადები, სავიზო მოსაკრებელი, მომსახურების ენა და ხარისხი, ინფრასტრუქტურა).
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ლაშა ტუღუში. მომხსენებლის სტატუსით პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ტაბატაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, დირექტორი, ივანე ჩხიკვაძე - ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი, სალომე ბულია - ფონდი "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი", ანალიტიკოსი.
ანგარიშის წარდგენის შემდგომ გაიმართება დისკუსია საქართველოს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, მედიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1276
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია