დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტატეგიის პროექტზე საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 18:30:03
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებისგან საინტერესო წინადადებები მოისმინეს.
როგორც კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ეკონომიკის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი უწყება ექსპერტების წინადადებებს გაითვალისწინებს.
"დღეს სტრატეგიის დოკუმენტის ფართო განხილვა გაიმართა. ექსპერტების მხრიდან წარმოდგენილი იყო ბევრი წინადადება. შევთანხმდით, რომ დარგობრივ ჭრილში შეხვედრები გაგრძელდება ცალ-ცალკე მიმართულებით - ისინი დამოუკიდებლად შეხვდებიან სოფლის მეურნების, ასევე ენერგეტიკის მინისტრს. მათ აქვთ მნიშვნელოვანი შენიშვნები და წინადადებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივებს, მინისტრის განმარტებით, ექსპერტები პოზიტიურად აფასებენ მისი სამინისტროს მიერ ექსპორტის წახალისების სააგენტოს კუთხით დაწყებულ მუშაობას.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სერიოზული რესურსი იქნება გამოყოფილი ექსპორტის წახალისების სააგენტოსთვის, რადგან საქართველოს ეკონომიკა ექსპერტის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსი უნდა იქნას ამ მიმართულებით გათვალისწინებული, რომ ექსპორტი მიზანმიმართულად იქნას ხელშეწყობილი მთავრობის მხრიდან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებასაც და იმას, რომ აღნიშნულს მეტი ყურადღება დაეთმოს კონცეფციაში.
"ასევე ვისაუბრეთ ინოვაციის და სტარტაფის დაფინანსებაზე, რაც ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნულზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ და ამ კუთხით ან ბიუჯეტიდან ან საპარტნიორო რესურსიდან სპეციალური დაფინანსება გამოიყოფა. გარდა აღნიშნულისა კიდევ ბევრი დეტალი იყო წარმოდგენილი ექსპერტების მხრიდან. მათ შორის ფასიანი ქაღალდების განვითარების თემა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელშეწყობა იმისა, რომ მოსახლეობის ყველა ფენა იყოს ჩართული ფასიანი ქაღლდების ბაზარში. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან და ვიმუშავებთ ამ წინადადებების გათვალისწინებაზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტში პრობლემებია და არჩევნების შემდეგ ის 400 მილიონი ლარით შემცირდება. კვირიკაშვილის თქმით, რაც ქვეყნის ბიუჯეტში ხდება, პრობლემებს ვერ უწოდებს.
"ამას პრობლემებს ვერ ვუწოდებ. ესაა ჩვეულებრივი პროცესი გამომდინარე ეკონომიკური ზრდიდან, რაც უნდა ყოფილიყო, ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო და აქედან გამომდინარე, მეტი შემოსავალი მიგვეღო. დღეს ამ თემაზე საუბარი ნაადრევია იმიტომ, რომ დარჩენილი წლის ბიუჯეტის ათვისების ნაწილზე სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი მუშაობს და შედეგები მოგვიანებით გვეცოდინება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია