დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კულტურის სამინისტრო ნიკოლოზ რაჭველის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:48:02
ინფორმაცია ნიკოლოზ რაჭველის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, News.ge-ს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს დროებით ნინო ნახუცრიშვილი უხელმძღვანელებს.  სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ნიკოლოზ რაჭველის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები საჯარო ინფორმაციაა და მისი გამოთხოვა კულტურის სამინისტროდან არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, ნიკოლოზ რაჭველის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა ცნობილი. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ნიკოლოზ რაჭველს 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლების გამო აკრიტიკებდნენ. გათავისუფლებულ მუსიკოსებს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სამინისტროს წარმომადგენელი იამზე გვათუა შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ არის.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია