დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძემ "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას დებატებში მეორე ადგილის დაკავება მიულოცა
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:31:05
სასტუმრო "ბეტსი"-ში პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯილდოება გაიმართა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს IRI-ის მიერ ჩატარებულ დებატებში. "დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მეორე ადგილი დაიკავა. დღეს მათ ეს გამარჯვება საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემაც მიულოცა.
"დღეს იყო ფინალური აკორდი იმ შეჯიბრებისა, რომელიც ჩატარდა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთებს შორის. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა არაჩვეულებრივად წარმოაჩინა თავი ამ დებატებზე და ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ საუკეთესო იყო. თუმცა, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ტიპის დებატები ხელს უწყობს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს გაცილებით უფრო შემწყნარებლური განსხვავებული აზრის პოლიტიკოსების მიმართ, გაცილებით უფრო მომთმენი ვიდრე არის დღევანდელი თაობა და მე მათ ვუსურვებ, რომ უკეთეს საქართველოში იცხოვრონ, რასაც აუცილებლად მივაღწევთ, ჯერ ჩვენი თაობის პოლიტიკოსები ჩავუყრით ამას საფუძველს, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ასე მოხდება, და შემდეგ ისინი გააგრძელებენ უკეთესი საქართველოს შენებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია