დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიზნესმენი არჩილ ვეკუა საქართველოში შვეიცარიის ელჩს ღია წერილით მიმართავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:31:03
ქართველი ბიზნესმენი არჩილ ვეკუა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ქართველი ბიზნესმენი თურქ ბიზნესმენ ალი რიზა კიზილდაგთან არსებულ სასამართლო დავაზე საუბრობს და შვეიცარიის ელჩისგან პირადად აუდიენციას ითხოვს, რათა ორ ბიზნესმენს შორის არსებული დავის სამართლიანობაში გაარკვიოს.
ღია წერილში ვეკუა აცხადებს, რომ ბიზნესმენი ალი რიზა კიზილდაგი შვეიცარიის მოქალაქე არ არის, არამედ თურქეთის მოქალაქე და ნასამართლევი პირია, რომელმაც თაღლითურად მოატყუა.
"ინტერპრესნიუსი" ბიზნესმენ არჩილ ვეკუას მიერ მიწერილ ღია წერილს საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისადმი უცვლელად გთავაზობთ:
"ამ წერილს გწერთ, არა მხოლოდ როგორც ბიზნესმენი, არამედ როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს და პირადად თქვენს მიერ ჩემი ქვეყნისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის მადლიერი საქართველოს მოქალაქე.
სწორედ ამიტომ ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც ჩემი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგი, რომელთან ერთადაც რამდენჯერმე მქონდა პატივი პირადად შეგხვედროდით, 2013 წლის 9 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შვეიცარიის საელჩოს მდივნის, ბატონი ფლორან დუბლერის სამსახურეობრივი ავტომანქანით მობრძანდა და პროცესის დასრულების შემდეგ ამავე ავტომანქანით წაბრძანდა.
ჩემი გაკვირვება ასევე გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბატონმა ფლორან დუბლერმა გამონახა დრო და თითქმის 5 საათის განმავლობაში მოთმინებით ესწრებოდა სასამართლო განხილვას, ხოლო შემდეგ ვრცელი და ჩემი აზრით, არცთუ ეთიკური კომენტარი გააკეთა მედია საშუალებებში.
ყოველივე აღნიშნული და ასევე ჩემს ხელთ არსებული სხვა პრივატული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შვეიცარიის საელჩო საქართველოში გამოხატავს მაღალი დონის ინტერსს ჩემსა და თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგს შორის მიმდინარე დავის მიამრთ, რამაც შესაძლოა გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს სასამართლოს ობიქტურობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
ამასთან მე იმედი მაქვს, რომ თქვენ სრულად არ ფლობთ ინფორმაციას მთელი რიგი არსებითი გარემოებების შესახებ, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილსაც მოგახსენებთ ამ წერილში.
იცით თუ არა თქვენ ბატონო ელჩო, რომ ალი რიზა კიზილდაგი არის არა შვეიცარიის მოქალაქე, როგორც აქამდე აცხადებდა საჯაროდ, არამედ თურქეთის მოქალაქე და წარსულში ნასამართლევია ისეთი მძიმე ბრალდების გამო, როგორიც არის თურქეთის მთავრობის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა.
იცით თუ არა იმის შესახებ, რომ ალი რიზა კიზილდაგს სინამდვილეში არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია საქართველოში და რალურად არავითარი შვეიცარიელ ინვესტორთა ჯგუფი არ არსებობს, რომელთა წარმომადგენლადაც იგი თავს ასაღებს.
ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ალი რიზა კიზილდაგის თაღლითური სქემის მესამე მსხვერპლი ვარ საქართველოში და მას თავად გააჩნია ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანიის ვალი 371 000 ლარი, რომელიც თაღლითური გზით მიითვისა ჩემგან, საიდანაც ნაწილით 250 000 ლარით თქვენთვის ცნობილი კომპანია "სვის კრედიტი" დააფუძნა, ხოლო ნაწილით საკუთარი ფირმის "ანკა გეორგიას" საგადასახადო ვალდებულებები გაისტუმრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რათა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან და ეს ყველაფერი მას ჩვენების სახით აქვს აღიარებული გამოძიების წინაშე.
იმედი მაქვს თქვენთვის უცნობია, რომ მე მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს ალი რიზა კიზილდაგის მიერ 371 000 ლარის თაღლითური გზით მითვისების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით და წარვუდგინე სათანადო მტკიცებულებები, მათ შორის თავად ალი რიზა კიზილდაგის და მისი ყოფილი პარტნიორების და ნათესავები ჩვენებები.
ყოველივე ამის შემდეგ, თუ თქვენ რეალურად გაინტერესებთ ორ ბიზნესმენს შორის მიმდინარე დავა და არ გამოძრავებთ კერძო ინტერესები, მე გთხოვთ, მომცეთ თქვენთან პირადი აუდიენციის შესაძლებლობა რათა წარმოგიდგინოთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია თურქეთის მოქალაქე ალი რიზა კიზილდაგის პიროვნების და რეალური საქმიანობის შესახებ საქართველოში, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოგმართავთ თხოვნით თავი შეიკავოთ თქვენ და თქვენმა წარმომადგენლებმა სასამართლო განხილვების დასრულებამდე კომენტარებისა და პროცესებში აქტიური მონაწილეობისგან", _ ნათქვამია არჩილ ვეკუას წერილში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია