დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგა ხაჩიძე მთავრობას მოუწოდებს, პარლამენტი ქუთაისში დატოვოს, მერაბიშვილის სასამართლო პროცესი კი თბილისში გაიმართოს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:20:04
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მთავრობას მოუწოდებს,  პარლამენტი ქუთაისში დატოვოს, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი კი თბილისში გაიმართოს. როგორც სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გოგა ხაჩიძემ განაცხადა, შს მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის დროს მერაბიშვილი ერთი, მაქსიმუმ ორი მანქანით გადაადგილდებოდა. დეპუტატმა ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ მერაბიშვილის ქუთაისში ჩაყვანაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება.
"მთავრობას მინდა მივმართო, არ არის აუცილებელი ყველაფერი უკუღმა აკეთოთ. პარლამენტი ქუთაისში უნდა დავტოვოთ, ვანო მერაბიშვილის პროცესი კი - თბილისში და არა პირიქით, პროცესი გადმოვიტანოთ ქუთაისში და პარლამენტი- თბილისში. ასე თანხებიც უფრო დაიზოგება და ნერვებიც", - განაცხადა ხაჩიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია