დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ არის
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:12:02
ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერსპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს,  ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს დაწერა. ამ დროისთვის, ორკესტრს დროებით ნინო ნახუცრიშვილი ხელმძღვანელობს.  ნიკოლოზ რაჭველის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა ცნობილი. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ნიკოლოზ რაჭველს 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლების გამო აკრიტიკებდნენ. გათავისუფლებულ მუსიკოსებს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სამინისტროს წარმომადგენელი იამზე გვათუა შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ არის.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია