დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩახალიანი „სომხური საკითხის“ საარჩევნო პროგრამებში დაფიქსირებას ითხოვს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:10:02
საქართველოში 27 სექტემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულმა ყველა კანდიდატმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოში მცხოვრებ სომხებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საზოგადოება "ერთიანი ჯავახკის" ლიდერმა ვაჰაგან ჩახალიანმა განაცხადა. ჩახალიანი ყველა კანდიდატს მოუწოდებს თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩართონ და სომეხი ეროვნების მოქალაქეებთან შეხვედრებზე განიხილონ მათი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სომხურ ენას, მათ კულტურას, რელიგიას და განათლებას. „კერძოდ, გადაჭრას საჭიროებს შემდეგი პრობლემები: სომეხი საზოგადოებისთვის სსრკ-ს დროს გადაცემული ეკლესიების დაბრუნება, სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება, პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დახურულ საქართველოს სომხურ სკოლებში სომხური ენის სწავლების საათების გაზრდა, ახალქალაქში სომხური ენის ბაზაზე უნივერსიტეტის დაარსება და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, - აცხადებს ჩახალიანი. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა თანაბარუფლებიანობის დაცვის კუთხით, მყარი პოზიცია უნდა დაიჭირონ რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხთან მიმართებაში. ეროვნული და რეგიონალური უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის  თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 14 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ქარტიის რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით პარლამენტს მიმართა. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განმარტა, რომ რეგიონული ენების შესახებ ევროპული ქარტია არა ეთნიკური უმცირესობების, არამედ  მილევად ენებს ეხება. „ქარტია ეხება ნამდვილად მცირე ხალხთა ენების დაცვის საკითხებს და არა ეროვნულ უმცირესობათა, ან ნაციონალურ უმცირესობათა საკითხს. ანუ მაგალითად, ისეთი უნიკალური მილევადი ენების დაცვას, როგორიცაა აფხაზური და ოსური ენა და  არავითარ შემთხვევაში იმ ენებს, რომელთაც დედამიწაზე გაქრობა არ უწერია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ენებს აქვთ თავისი სახელმწიფოებრივი სტატუსი ამა თუ იმ ქვეყანაში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია