დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ინფარასტრუქტურული ტურის მოწყობას გეგმავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 15:29:00
რეგიონული განივითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ინფარასტრუქტურული ტურის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს "მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით ნარმანია პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებს წინასაარჩევნო კამპანია ცრუ ინფორმაციაზე არ ააგონ. მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შეწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ და ამ ნეგატიურ კამპანიაში ჩართულია ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატიც.
"ძალიან ცუდია, რომ ეს კანდიდატები საარჩევნო კამპანიას არა საკუთარი პროგრამის მოსახლეობისთვის გაცნობის, არამედ, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე აგებენ. როგორც ჩანს, გარკვეულ მათგანს მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
ვინაიდან აღნიშნულმა ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოფიციალურად მიმართავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა, გამოიჩინონ მეტი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და უარი თქვან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, სპეციალურად პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ტური ინფრასტრუქტურული პროექტების დასათვალიერებლად მომდევნო კვირისთვის იგეგმება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია