დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელიშვილი: ივლება მავთულხლართები, რაც არის ოკუპაციის გაგრძელება
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 14:24:02
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა საკითხთან დაკავშირებით აქტიურ მუშაობას აწარმოებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მისივე თქმით, ქართული მხარე,  რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საკითხს, კიდევ ერთხელ, დააყენებს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე. "სამწუხაროდ, რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით აგრძელებს ამ უკანონო ქმედებებს. ივლება მავთულხლართები, რაც არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს პროცესი უხეშად არღვევს და ზღუდავს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების უფლებებს. ამიტომ, სრულიად გასაგებია მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. ქართველი სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტს და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ასევე, ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. მისიამ, გუშინ, უკვე გაავრცელა განცხადება და მხარეებს მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია