დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ტექსტი შეათანხმა
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 14:23:03
ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ტექსტი მოიწონა. უკრაინაში ევროკავშირის ელჩის იან ტომბინსკის თქმით, ეს ნოემბერში ამ შეთანხმების ხელმოწერისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯია. „ეს უკრაინის მთავრობის მიერ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.“-განუცხადა ტომბინსკიმ ჟურნალისტებს. უკრაინა, სავარაუდოდ, ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას მოაწერს ხელს. რუსეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე განაცხადა, რომ თუ ასე მოხდა საბაჟო კავშირს დამცავი ზომების მიღება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დაიწყო შანტაჟისა და მუქარის ფართომასშტაბიანი კამპანია მოლდოვისა და უკრაინის წინაღმდეგ რათა ჩაშალოს ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების გაფორმება. რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან კატეგორიულად ითხოვს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. რუსეთმა უკვე აკრძალა მოლდოვური ღვინოები და უკრაინული კანფეტები, მოლდოვას დაემუქრა დაშლით, ეთნიკური კონფლიქტების განახლებით და ზამთარში სიცივისაგან გაყინვით, უკრაინული ტვირთის იმპორტს საზღვარზე პრობლემები შეუქმნა რითაც 3-მილიარდ-დოლარიანი ზარალი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ თუ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან შეთანხმება გაფორმდება რუსეთი უკრაინასა და მოლდოვას პარტნიორების სიიდან ამოშლის და ეს მათ ძალიან ძვირი დაუჯდებათ. როგორც ჩანს მსგავსი ზეწოლა სომხეთისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა და ის ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე დათანხმდა. საპასუხოდ ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შეთახმების ხელმოწერა გამორიცხულია, თუ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება არ დაიდო, რაც თავის მხრივ ევრაზიულ  კავშირში გაწევრიანებასთან შეუთავსებელია. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირი პარტნიორების სუვერენულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისი თქმით,  ისინი თავისუფლად ირჩევენ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის იმ ფორმას, რომელიც სურთ. რუსეთი მოლდავაზე ეკონომიკური ზეწოლის გამო გააკრიტიკა აშშ-მაც. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლა გააპროპტესტეს ევროპარლამენტმაც. ევროპელმა დეპუტატებმა დაგმეს ის მიუღებელი ზეწოლა, რასაც რუსეთი ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიმართ მაშინ, როდესაც ვილნიუსის სამიტი ახლოვდება და მოუწოდეს მოსკოვს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ჰელსინკის პრინციპებს და პატივი სცეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენულ უფლებას, გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა და მოლდოვა ხელს მოაწერს ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე და მასთან თავისუფალ ვაჭრობაზე. სამიტზე მსგავსი შეთანხმების გაფორმების იმედი აქვს საქართველოსაც.    
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია