დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ბაქრაძე სამარცხვინო ბანდის კანდიდატია"
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:47:03
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საპარეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა, მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემთხვევაშია შესაძლებელი. როგორც ბაღათურიამ Prime Time-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება. "დავით ბაქრაძეს არ აქვს მეორე ადგილზე გასვლის არანაირი შანსი, რადგან ის არის სამარცხვინო ბანდის კანდიდატი. მართალია ის პირადად არ მონაწილეობდა დანაშაულებებში, მაგრამ მას, როგორც "ნაციონალური მოძრაქობის" წევრს, აწევს პოლიტიკური ტვირთი, შესაბამისად მისი მეორე ადგილზე გაყვანა, მხოლოდ გაყალბების გზით არის შესაძლებელი“ , - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მისივე თქმით, ბაქრაძეზე დიდი ნდობა და რეიტინგი, ნებისმიერ რეალურ პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს, მათ შორის ნინო ბურჯანაძესაც. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია