დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:30:02
თბილისის მერი გიგი უგულავა ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა შავთელის ქუჩაზე გამართა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2010 წელს დაიწყო. "პროექტის ფარგლებში, აშენდა და რეკონსტრუქცია და ჩაუტარდა 8 სახლს, კომფორტული საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 22 ოჯახი, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა, ქუჩა ბუნებრივი გრანიტით მოიკირწყლა და კეთილმოეწყო. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა მიმდებარე ქუჩებზეც. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით კი მსგავსი სამუშაოების გაგრძელება შეჩებულია",-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გიგი უგულავა ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მერიის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად შეიქმნა. "საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში მიიღო  ცვლილებები, რომლის თანახმად, თბილისის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვას მერიის ნაცვლად, კულტურის სამინისტრო გასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ქალაქს, რადგან კულტურის სამინისტროს არ გააჩნია მშენებლობის ნებართვებზე იმ რაოდენობის განაცხადების მიღებისა და განხილვის სათანადო გამოცდილება, როგორც ეს თბილისის მერიაში  უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი ავარიულია და  მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მათი შემდგომი სამშენებლო განვითარება რელური პერსპექტივის გარეშე დარჩება. კიდევ ერთი ცვლილება, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის თბილისელებს,  საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. კერძოდ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში და განისაზღვრა, რომ მიუხედავად სამუშაოების ღირებულებისა მხოლოდ 3 სართულამდე შენობების გამაგრება შეიძლება განხორციელდეს თანადაფინანსებით, სადაც მოსახლეობის გადასახდელი წილი 15%-ით განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუ მოსახლეობა ვერ გადაიხდის საჭირო თანხას, მერია მოკლებული იქნება შესაძლებლობას, რომ გამაგრებითი სამუშაოები სრულად 100%-ით ქალაქის ბიუჯეტიდან დააფინანსოს. ასევე, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქის ბიუჯეტიდან ჩამოიჭრა 10 მილიონი ლარი და შესაბამისად ვეღარ დაფინანსდება საბინაო ამხანაგობების ყველა ის პროგრამა, რომელიც წლების განმავლობში კომუნიკაციების მოწესრიგებას, სადარბაზოების, სახურავებისა და ლიფტების შეკეთებას ემსახურებოდა. რეალურად ამით ზარალდება თბილისის მოსახლეობა და ზიანდება შენობები",- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია