დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უსუფაშვილი ღარიბაშვილს მიმართავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:28:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რათა პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები. "ბოლო ხანებში სამჯერ მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო. ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს, წინასწარი მონაცემებით, მიაყენა 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა,საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად,მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია