დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შსს-მ “რუსთავი 2”-სა და “იმედი”-ს შენობაში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დაადგინა
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 13:59:40
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს. პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია – ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.არასრულწლოვანმა "112"-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.  შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა.  გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია